სამართალდამცავებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი და 227 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
შსს-ის ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.