23 ნოემბერი 2017,   20:49
ვრცლად
ხმაური ხაშურში - საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კანონდარღვევა გამოავლინა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმაური იყო ხაშურში, სადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კანონდარღვევა გამოავლინა. მე-11 უბანის მონიტორინგის დროს, აღმოჩნდა, რომ დამკვირვებლები მისული ამომრჩევლის რაოდენობას ამოწმებდნენ, მაშინ, როდესაც ხმის დათვლის პროცესი ჯერ დაწყებული არ იყო.

თუმცა, საოლქო კომისიის ხელმძღვანელი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. საოლქო კომისიის თავმჯდოამრეომ კანონის დარღვევის ფაქტი გამოავლინა და საუბნო კომისიის თავმჯდმდომარეს სიტყვიერი გაფრთხიელბა მისცა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საოლქოს ხელმძღვანელი უბნის მონიტორინგისას ამომრჩეველთა რაოდენობის გადამოწმების პროცესს შეესწრო, რასაც დამკვირვებლები ხმის დათვლის პროცედურის ოფიციალურად დაწყებამდე აწარმოებდნენ.

უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის გარდა, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ხმაური იყო ბორჯომში მე-11 უბანზე, სადაც საოქო კომისიის თავმჯდომარემ ხმის დათვლის პროცედურის ოფიციალურად დაწყებამდე, დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა რაოდენობის გადამოწმების ფაქტი გამოავლინა.


დღის ამბები