23 ნოემბერი 2017,   20:50
ვრცლად
პირამიდა ბიზნესი - "საზოგადოება და ბანკებ​ი" რეგულაციებს ითხოვს

100 მილიონი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსურ პირამიდებში დაკარგეს.

ზარალი არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" დაითვალა. ორგანიზაციის შეფასებით მხოლოდ გასული 12 თვის განმავლობაში 4000-ზე მეტი ადამიანია საეჭვო ფინანსური სქემებით დაზარალებული.

"საზოგადოება და ბანკებ​ი" რეკომენდაციებით მიმართავს მოსახლეობასაც და ხელისუფლებასაც. 

„ის, რომ სამი კომპანია ჩამოიშალა, ის რომ ადამიანებს მიადგათ 100 მილიონის ზარალი და დაზარალდა ათასობით ადამიანი, ეს პრობლემაა ქვეყნისთვის და შესაბამისად საჭიროა გარკვეული რეგულაციები ამ მიმართულებით.

"პირამიდა ბიზნესის წარმოება, რომელიც თავიდანვე არის თაღლითობა ჩაითვალოს კრიმინალად და დაისაჯონ სისხლის სამართლის კოდექსით ის ადამიანები, რომლებიც მსგავსი ტიპის ბიზნესს აწარმოებენ,“-განაცხადა ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.

 

დღის ამბები