25 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
ყველაფერი გვაქვს წესრიგში... იყო გარკვეული სიტყვიერი შეურაცხყოფაც - საქართველოდან ჩასულ მგზავრებს ვარშავაში არ უშვებენ

საქართველოდან ჩასული 21 ადამიანი ვარშავაში არ შეუშვეს. მგზავრები მესამე დღეა, ვარშავის აეროპორტში იმყოფებიან. ისინი აეროპორტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე არიან გაჩერებულბი და საქმის ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.

აეროპორტში არშეშვების მიზეზად სასტუმროს გაუქმებულ ჯავშანს ასახელებენ თუმცა, მგზავრები აცხადებენ, რომ პოლონეთში ჩასვლის დროს, მათ სასტუმროს ჯავშანზე პრობლემა არ ჰქონიათ.

აეროპორტში მათ მოსთხოვეს, რომ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი იყიდონ ან სხვა ქვეყანაში გაემგზავრონ. მგზავრების თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია.

მგზავრები საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდნენ დახმარების მოთხოვნით, თუმცა, საკონსულოშიც ურჩიეს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთები იყიდონ.

„ჩამოგვართვეს პასპორტები, ზოგს ბილეთებიც ჩამოართვეს და ბილეთებიც დაიკარგა, აღარ ჩანს საერთოდ. რამდენიმე კაცი ბილეთის გარეშეა დარჩენილი, უკან წამოსასვლელი ბილეთის გარეშე. გვთხოვენ, რომ დატოვეთ აეროპორტი, წადით ნებისმიერ ქვეყანაში ან დაბრუნდით საქართველოში... დავუკავშირდით საელჩოს და იქიდანაც გვეუბნებიან, რომ ბილეთები აიღეთ და წადით. ანუ გვტოვებენ ყველანაირი პასუხის გარეშე. რატომ უნდა წავიდეთ, როცა ყველაფერი გვაქვს წესრიგში? იყო გარკვეული სიტყვიერი შეურაცხყოფაც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა, ზურაბ კიკნაძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები