25 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
350 გარდაცვლილი - ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 5 ათასამდე გაიზარდა. უმეტესობა ირანში ქერმანშაჰის პროვინციაში დაიღუპა, სადაც მიწისძვრამ 8 სოფელი განადგურდა.  

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ირანის სულიერმა ლიდერმა არმიას დაზარალებულთა დახმარებისკენ მოუწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ძლიერი ბიძგები ირანისა და ერაყის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები