23 ნოემბერი 2017,   20:48
ვრცლად
არაფორმალურ მმართველება - ოპოზიცია საქართველოს რკინიგზაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს

„გვაქვს სახელმწიფო კომპანია, რომელიც არის ბუდე კორუფციისა,“ - ეს შეფასება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოს რკინიგზის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, კომპანიაში არის ხალხი, რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ნდობას იმსახურებენ და რკინიგზაში არსებულ არაფორმალურ მმართველობზე საუბრობს. 

ოპონენტები ამბობენ, რომ საეჭვო სქმეების ფონზე რკინიგზაში გენერალური დირექტორის ფინანსთა მინისტრად გადაყვანა არაერთ შეკითხვას აჩენს.

„გვაქვს სახელმწიფო კომპანია, რომელიც არის ბუდე კორუფციისა. იქ ჩანერგეს ის ხალხი, რომელსაც ენდობიან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აუწყობს იმ კონკრეტულ სქემებს, რომელიც მის როგორც ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ ინტერესებში შედის. იკვეთება არაფორმალური მმართველობა იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანა იმართება არაფორმალურად, ერთი კაცის და მისი ახლობლების მიერ,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

საქართველოს რკინიგზაში არსებულ კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი სერგი კაპანაძე.

„რკინიგზა გახდა სამწუხაროდ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმების ადგილი. რამდენიმე ცნობილი ფიგურა დასაქმებულია და გარდა ამისა, კორუფციული ინტერესების გადაკვეთს ადგილი, სადაც ვიცით, რომ მფარველობა და თავის ინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის საახლობლოს, მათ შორის ბატონ მამაცაშვილს,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიამ" პრკურატურას რკინიგზის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით დღეს ოფიციალურად მიმართა. საქმე ეხება "რუსთავი2"- ზე, გადაცემა "კვირის გამოძიებაში" გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარია სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ სავარაუდო კორუფციულ სქემაზე და რკინიგზის არაფორმალურ მმართველებზე. ორგანიზაციის შეფასებით საეჭვო სქემები უშუალოდ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის მფარველობით ხორციელდებოდა.

დღის ამბები