23 ნოემბერი 2017,   20:49
ვრცლად
„ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია,“ - გიორგი ვოლსკი საქართველოს რკინიგზაზე საუბრობს

„ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია,“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა.

რკინიგზაში არსებულ კორუფციულ სქემებზე და გავლენიან არაფორმალურ მმართველებზე საუბრობენ ოპოზიციაშიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიაში." 

გიორგი ვოლსკი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

„ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია. ხელისუფლება, არც რკინიგზის ხელმძღვანელობა რასაკვირველია დაინტერესებული არ არის იმაში, რომ გადაზიდვების მოცულობა შემცირდეს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიამ“ პრკურატურას რკინიგზის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით დღეს ოფიციალურად მიმართა. საქმე ეხება "რუსთავი 2"- ზე, გადაცემა "კვირის გამოძიებაში" გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარია სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ სავარაუდო კორუფციულ სქემაზე და რკინიგზის არაფორმალურ მმართველებზე. ორგანიზაციის შეფასებით საეჭვო სქემები უშუალოდ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის მფარველობით ხორციელდებოდა.

დღის ამბები