24 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში თავდაცვის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა

ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში თავდაცვის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციის 22 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მოაწერა.

ხელშეკრულების თანახმად ევროკავშირი საერთაშორისო კრიზისების გამკლავებაში უფრო აქტიურ როლს შეასრულებს. მას მხარი დეკემბრის სამიტზე ლიდერებმა უნდა დაუჭირონ. ამის შემდეგ დოკუმენტი იურიდიულ ძალას შეიძენს.

დღევანდელ მინისტერიალზე ასევე განიხილავენ კატალონიის რეფერენდუმში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხსაც.

დღის ამბები