19 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
ხმაური ქუთაისის მთავარ სტადიონთან - ე.წ. ქართული მარშის წევრები სტადიონზე შეიჭრნენ

ხმაურია ამ წუთებში ქუთაისში. ე.წ. ქართლი მარშის წევრები ქალაქის მთავარ სტადიონთან არიან მობილიზებულები, სადაც გურამ კაშიას მონაწილეობით საქართველოსა და ბელორუსის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობს.

ქართული მარშის მომხრეები ქუთაისის სტადიონზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ სამართალდამცავები სტადიონზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ამ არეულობაში ადგილობრივი გულშემატკივარიც ჭყლეტაში მოხვდა.

ქართული მარშის წარმომადგენლებმა სამართალდამცავების მიერ დაკეტილი კარის გახსნა, პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში სტადიონზე შესვლა მოახერხეს.

მათ ლგბტ პირთა სიმბოლიკა დაწვეს. სტადიონზე დაახლებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ლგბტ პირთა წინააღმდეგ განცხადებებს სკანდირებდნენ, რის შემდეგაც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი დატოვეს.

საქართველო-ბელორუსის მატჩი ამ წუთებში გრძელდება და ანგარიში 1:1.

დღის ამბები