23 ნოემბერი 2017,   20:45
ვრცლად
გაუქმებული სამინისტროები - უწყებებში დასაქმებულებმა არ იციან შეინარჩუნებენ თუ არა სამსახურს

სამთავრობო ცვლილებების პარალელურად სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულები შემცირებებს ელოდებიან. მათ შორის არის გაუქმებული ევროინტეგრაციის სამინისტრო, რომლის 85 თანამშრომელი საბოლოო გადაწყვეტილებას ელის. უწყებაში დასაქმებულებმა არ იციან შეინარჩუნებენ თუ არა ადგილს  საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთების შემდეგ.

საკადრო ცვლილებებს ელოდებიან კრიზისების მართვის საბჭოშიც. მიდნია ჯანელიძე პრემიერის განცხადების შემდეგ სამსახურში აღარ მისულა, ამიტომ მისმა უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა არ იციან თუ რა ბედი ეწევათ მათ.

4 სამინიტროს გაუქმებისა და საკადრო ცვლილებების შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება დღეს გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

ახალი ცვლილებების თანახმად 18 სამინიტროდან 14 რჩება, ძალოვან შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელს გიორგი გახარია გადაიბარებს.

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინიტროს ნაწილი უერთდება გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

ფინანსთა მინისტრი კი საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ხდება.

ალექსანდრე ჯეჯელავას ჩაანაცვლებს მიხეილ ჩხეკელი, ის მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეა. თავად ჯეჯელავა დიპლომატიურ სექტორში გადაინაცვლებს.

ლევან დავითაშვილი კვლავ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს, მისი დაქვემდებარებული უწყება კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაწილს შეიერთებს.

კულტურის სამინისტრო კი სპორტის სამინისტროს შეიერთებს. უწყებას კვლავ მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. მანაც სხვა მინისტრების მსგავსად კადრების შემცირება დააანონსა.

ცვლილება შეეხება ვახტან გომელაურის უწყებას. მის სამსახურს საგარეო დაზვერვა შეურთდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები