20 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
კახა კალაძე თბილისის მერის კაბინეტს იკავებს - თბილისის მერიის ასობით თანამშრომელი მოლოდინის რეჟიმშია

კახა კალაძე თბილისის მერის კაბინეტს იკავებს. პირველი გადაწყვეტილებები საკადრო გადაადგილებებს უკავშირდება. თბილისის მერიის ასობით თანამშრომელი ახლა მოლოდინის რეჟიმშია. ვინ წავა და ვინ დარჩება ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. გიგა ნიკოლეშვილი ერთადერთია ნარმანიას გუნდიდან, ვინც კალაძემ პოსტზე დატოვა. ერთი ვიცე-მერი და მერის სამი მოადგილე კალაძემ პოსტიდან გაათავისუფლა და მათი შემცვლელები დღეს წარადგინა. ყოფილ ვიცე-მერს ლაშა აბაშიძეს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე ჩაანაცვლებს. კალაძის მოადგილეები იქნებიან ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი დირექტორი ირაკლი ბენდელიანი.

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი რომელი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი და რაიონის გამგებელი შეინარჩუნებს თანამდებობას. "კურიერის" ინფორმაციით გამგებლების ერთი ნაწილი თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა.

კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში ბევრი რამ შესაცვლელია.

თბილისი ახალი ვიცე-მერი, რომელმაც გარემოს დაცვა ჩაიბარა, ამბობს, რომ ამ მიმართულებით თბილისში ბოლო წლებია თითქმის არაფერი გაკეთებულა. მაია ბითაძემ დღეს იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბეტონის ცათამბჯენების მშენებლობის გამო დედაქალაქში შეიქმნა. 

დღეს კალაძეს მერიაში პირველი, ნარმანიას კი ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა.

 

 

 

დღის ამბები