23 ნოემბერი 2017,   20:48
ვრცლად
100 მილიონი ლარის ზარალი ბოლო 1 წლის განმავლობაში და ფინანსური პირამიდით დაზარალებული 4 ათასი ადამიანი

საქართველოში ფინანსური პირამიდისგან დაზარალებული 4 ათასი ადამიანია. ბოლო 1 წლის განმავლობაში კი მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონს ლარს მიაღწია. ამის შესახებ კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" დღეს გამოაქვეყნა. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ეს რიცხვები საგანგაშოა, ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებებს და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზებას მოითხოვენ.

ქვეყანაში ფინანსური პირამიდისგან დაზარალებულთა რიცხვის ზრდამ, სფეროს რეგულირებაზე საუბარი დააწყებინა ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მომავალი წლიდან საკანონმდებლო ცვლილებები დაანონსა, რომელიც ამ სფეროს შეზღუდვებს დაუწესებს. საკანონმდებლო ცვლილებებზე, პარლამენტთან ერთად ეროვნული ბანკი მუშაობს.

იმის მიუხედავად რომ პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს, ამ დრომდე 4 000 ადამიანიდან ზარალი არც ერთ მათგანს არ აუნაზღაურდათ.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები