19 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
35 წლის მამაკაცმა, რომელიც იმ დაპირისპირების მოწმე იყო, როდესაც 13-მა პირმა მამაკაცი ცემით მოკლა, თავი მოიკლა

35 წლის ზაზა ზოიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დღეს დილით დაასრულა.

ოჯახი მედიასთან ჯერ არ კონტაქტობს, არაოფიციალურად კი მომხდარს პოლიციის ზეწოლას უკავშირებენ.

ზაზა ზოიძე ორი კვირის წინ ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. ის იმ სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი მოწმე იყო, როდესაც 13 პირმა 50 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა.  

მომხდარის შესახებ გამოძიებისთვის ჩვენებაც ჰქონდა მიცემული, თუმცა პოლიციელების მიმართ უნდობლობის გამო ის ადვოკატის თანდასწრებით ხელახალ დაკითხვას ითხოვდა.

ზოიძის ადვოკატის ცნობით ჩვენება ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან ზეწოლით და მუქარის შედეგად მიიღეს.

ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცველებისგან მიღებული შეურაცხყოფა ზოიძემ მისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღწერა, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. 

დღის ამბები