მინი მარკეტი გაქურდეს თბილისში. შემთხვევა გამთენიისას ვარკეთილში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველები ადგილზე დილიდან მივიდნენ. ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
თვითმხილველების განმარტებით, მაღაზია დაკეტილი იყო და იმ დროისთვის ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს დამნაშავეებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, ქურდობას გულისხმობს.