20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი - „სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა" წიგნი გამოსცა

საქართველო და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. როგორ ვითარდებოდა ურთიერთობები ამ დროის განმავლობაში - ყველა მნიშვნელოვან მოვლენას სპეციალურ გამოცემაში მოუყარეს თავი, რომელიც „სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა" გამოსცა.

პრეზენტაციას თურქეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, თურქეთის ელჩი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ესწრებოდნენ.

„ურთიერთობა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, წარმოადგენს სამაგალითო მეგობრობას და ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს უამრავ სფეროს და შეუძლებელია ამ პატარა გამოცემაში ეს ყველაფერი მოქცეულიყო. თუმცა, მასში ყველა მნიშვნელოვანი ასპექტია შეტანილი და ადამიანებს უქმნის წარმოდგენას, რას მივაღწიეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში. ეს ბევრად მეტია იმაზე, რის გაკეთებასაც სხვა ქვეყნებმა საუკუნეები მოანდომეს,“ - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

დღის ამბები