20 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
როგორ აისახება 2018 წლის ბიუჯეტზე სტრუქტურული ცვლილებები - კაკაურიძის განმარტება

2018 წლის ბიუჯეტის კორექტირება დაწყებულია, თუმცა როგორ აისახება სტრუქტურული ცვლილებები ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე, ისევ უცნობია.

4 სამინისტროს შენახვა სახელმწიფო ხაზინას ყოველწლიურად, დაახლოებით, 350 მილიონი ლარი უჯდებოდა. ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სპორტისა და ევროინტეგრაციის სამინისტროებში სხვადასხვა პოზიციაზე სულ 2900 ადამიანი მუშაობს.

ფინანასთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ჯერჯერობით ვერ ამბობს 4 სამინისტროს გაუქმებით, ზუსტად რა ოდენობის თანხა დაიზოგება. მისი შეფასებით, ოპტიმიზაცია ძირითადად, ადმინისტრაციულ რესურსს შეეხება.

 „2018 წელს ბიუჯეტებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ გვექნება. მოხდება ტექნიკურად გადალაგება ყველა სამინისტროში მათი ფუნქციების მიხედვით. მთავრობის სტრუქტურის კანონის შესაბამისად. როდესაც ახალი მინისტრები ახალ უწყებებში წარდგებიან, ისინი ახალ სტრუქტურად როდესაც ჩამოაყალიბებენ, ძირითადად ეს ეხება აპარატის სტრუქტურებს, ოპტიმიზაციის ზუსტი რაოდენობა ამ შემთხვევაში გვეცოდინება. ძირითადად ოპტიმიზაცია ადმინისტრაციულ რესურსს შეეხება, რომელიც ამა თუ იმ სამინისტროს ფარგლებში არის მხარდამჭერი პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტისთვის. სწორედ ასეთ დეპარტამენტებში მოხდება გარკვეული ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები