ტერეზა მეის გზავნილი ვლადიმერ პუტინს - დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რუსეთის ლიდერს ურჩევს, სხვა გზა აირჩიოს და უარი თქვას ბოლო წლების პოლიტიკაზე, რომელიც ყირიმის ანექსიას, უკრაინის კონფლიქტის გაღვივებასა და ევროპის ქვეყნების მთავრობებზე კიბერთავდასხმების ორგანიზებას მოიცავდა.
ტერეზა მეის განცხადებით, რუსეთი საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს უქმნის, როდესაც ევროპის ქვეყნებში საარჩევნო პროცესებში ერევა და დემოკრატიული ხელისუფლებების განადგურებას ცდილობს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი კრემლს მიანიშნებს, რომ მოსკოვი ამ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან დასავლეთის ქვეყნები დემოკრატიული ღირებულებებისა და მყარი ალიანსების ერთგულები რჩებიან.
ტერეზა მეის მიაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია, დასავლეთის ღირებული პარტნიორი გახდეს, თუმცა, ამისთვის მოსკოვმა სამართლიანი თამაშის წესები უნდა აირჩიოს.