19 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
ვან გოგის ნამუშევრების უჩვეულო გამოფენა ათენში

ათენი ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების უჩვეულო გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია სახელწოდებით "გაცოცხლებული ვან გოგი" - არ მოიცავს ჰოლანდიელი მხატვრის ორიგინალ ნამუშევრებს.

ათენში მისი შედევრები სამი ათასზე მეტ ფოტოზეა ასახული, რომლებიც გიგანტურ ეკრანებზე, კედლებზე და იატაკზე გამოისახება.

ხელოვანებმა ვან გოგის ნამუშევრები ანიმაციის მსგავსად აამოძრავეს, დარბაზებში კი სპეცეფექტებისა და ხმის სისტემები დაამონტაჟეს. ექსპოზიცია საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს ჰოლანდიელი მხატვრის სამყაროში აღმოჩნდეს.

ექსპოზიციაზე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მულტიმედიური გამოფენის მიზანი საზოგადოებაში "ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებისა და აღქმის" ახალი სტანდარტის დამკვირდებაა.

დღის ამბები