20 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. სტიქიის ზონაში დღეს ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ჰასან როუჰანიმ დაზარალებულები მოინახულა და დახმარებას დაპირდა.

ათასობით ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. მათ ცივი ამინდის პირობებში, ღამის თევა ღია ცის ქვეშ უხდებათ. მიწისძვრა ერაყ-ირანის საზღვარზე კვირას ღამით მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ 14 რეგიონი დააზარალა.

დღის ამბები