25 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
ბრიტანეთის პოლიცია ძვირფასი ქვებით სავსე ჩემოდანს ეძებს, რომელიც მატარებლიდან მოიპარეს

ბრიტანეთის პოლიცია ძვირფასი ქვებით სავსე ჩემოდანს ეძებს, რომელიც მატარებლიდან მოიპარეს. გავრცელებული ცნობით, ჩემოდანში ზურმუხტის, საფირონისა და ლალის ქვები იდო, რომელთა ღირებულება მილიონ 300 ათასი დოლარია.

ძვირფასეულობა დილერს ეკუთვნოდა, რომელმაც ლონდონში ჩასვლისას აღმოაჩინა, რომ საბარგულის განყოფილებაში მისი ჩემოდანი აღარ იყო. პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტოც გაავრცელა და მასზეც ძებნა გამოაცხადა.

დღის ამბები