23 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2.72-ს აღწევს - 1 ევროს ყიდვა 3.22-მდეა შესაძლებელი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. ლარის გაცვლითი კურსი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში გაცილებით მაღალია.

სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.685-დან 2.71-მდე მერყეობს.

ხოლო ევროს ყიდვა 3.16 ლარიდან 3.22 ლარამდეა შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.6830 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს ყიდვა ხვალ 3.1437 ლარად იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები