20 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიწის მასაში 2 მუშა მოყვა

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიწის მასაში 2 მუშა მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ისინი მიწას თხრიდნენ. ამ დროისთვის ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანებები არცერთს არ აქვს.

მიწის მოწყვეტის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებულები კერძო კომპანიის თანამშრომლები არიან, ისინი მიწას ერთ-ერთი მშენებარე კორპუსამდე, საკანალიზაციო მილების მისაყვანად თხრიდნენ.

დღის ამბები