23 ნოემბერი 2017,   20:41
ვრცლად
ყოფილი მინისტრის შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ყველაზე დაბალბიუჯეტიანი უწყებაა და მისი გაუქმებით თანხას ვერ დაზოგავენ

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ხათუნა გოგალაძე, გადაცემა არჩევანში უწყების სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეერთებას ეხმაურება.

მისი თქმით, მან მოისმინა არგუმენტები იმ პირებისგან, რომლებიც მომხრეები არიან ოპტიმიზაციის, თუმცა ვერ მოისმინა ლოგიკური პასუხი - რატომ.

ხათუნა გოგალაძე აცხადებს, რომ მაშინ, როცა საუბარია იმაზე, რომ ევროპის ქვეყნებშიც ასე არის, ამ ქვეყნებში გარემოსდაცვითი კულტურა არის ძალიან დიდი, როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე საზოგადოებაში. ამიტომ პარალელების გავლენა ამ კუთხით დაუშვებელია.

„სწორედ ჩვენნაირ ქვეყანას სჭირდება გარემოს დაცვა,“ - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ. 

მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი სამინისტრო და როდესაც დაზოგვაზე მიდის საუბარი, ეს  ამ უწყების სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეერთებით ვერ მოხერხდება.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებული მიმართულება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წყალმომხმარებელი სამინისტრო. გარემოს დაცვის სამინისტრო იმიტომ უნდა იყოს ცალკე მდგომი სამინისტრო, რომ დააბალანსოს ეს ინტერესები," - ამბობს ხათუნა გოგოლაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები