25 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია - ცვლილებათა პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება

სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ პაკეტი სავარაუდოდ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტში გადაიგზავნება. 

ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება. მმართველი გუნდის განცხადებით,  საკომიტეტო მოსმენები მომავალი კვირიდან იწყება.

„პროცედურის შესაბამისად ამდენი მინისტრის შეცვლა უკვე იწვევს მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადების საკითხს. შესაბამისად ეს პროცედურა დაიწყება პარლამენტში, გაგრძელდება სრული დაცვით კანონმდებლობის და ჩვენ კვლავ რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ გიორგი კვირიკაშვილის გუნდს,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ პაკეტი სამინისტროების ოპტიმიზაციისთვის ერთდროულად რამდენიმე ათეულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და ის დეკემბრის ბოლომდე დამტკიცდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს და სტრუქტურულ გაერთიანებებს შიდა კლანურ გადაადგილებას უწოდებენ.

„ეს არის შიდა კლანების გადათამაშება და გადაადგილება, რაც რეალურად ჩვენი ქვეყნის ბედს და ხალხის ყოფას არანაირად არ შეცვლის უკეთესობისკენ,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველო.“

დღის ამბები