19 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
ფინანსთა ახალი მინისტრის ბიოგრაფიის დამალული დეტალები - მამუკა ბახტაძე "ცენტრ პოინტ ინვესტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო 

ფინანსთა ახალი მინისტრის ბიოგრაფიის დამალული დეტალები - ინფორმაციას ვებპორტალი „kavshirebi.ge“ აქვეყნებს.

მასალებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა დგინდება, რომ ფინანსთა ახალი მინისტრი "ცენტრ პოინტ ინვესტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, თუმცა მისი ბიოგრაფიიდან ეს ინფორმაცია ამოღებულია.

პორტალის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2008-2012 წლებში მამუკა ბახტაძე ჯერ "ცენტრ პოინტის" შვილობილი კომპანიის, “ცენტრ პოინტ ინვესტის” წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი ”ცენტრ პოინტ პლიუსის” დირექტორი.

სწორედ ეს პერიოდი იყო "ცენტრ პოინტისთვის" ყველაზე რთული იყო. კომპანია 310 მილიონი დოლარის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს და სასამართლოს 6 ათასზე მეტმა ოჯახმა მიმართა.

დღის ამბები