23 ნოემბერი 2017,   20:51
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - ომბუდსმენი მონიტორინგის შედეგებს გაასაჯაროებს 

ე.წ. ციანიდის საქმის საქმის რამდენიმე თვიანი სასამართლო მონიტორინგის შედეგებს დღეს სახალხო დამცველი გაასაჯაროვებს.

უჩა ნანუაშვილი იმ ხარვეზებზე ისაუბრებს, რომელიც ე.წ.  ციანიდის საქმეში არსებობს.

ომბუდსმენი ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებდა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა.

სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ გიორგი მამალაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

„ჩემი ღრმა რწმენით სახალხო დამცველი თავის დასკვნაში გაუსვამს ხაზს იმ დარღვევებს, რომელიც საქმეში თავიდანვე არსებობდა, დაკავებისთანავე და რომლითაც გარკვეული იყო, რომ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, აგრეთვე საერთაშორისო კონვენციების მთელი რიგი მუხლები იყო დარღვეული. გასაჯაროებული დასკვნა ნათელს მოფენს იმ დარღვევებს და იმ უსამართლობას, რაც მამა გიორგის მიმართ იყო გამოყენებული,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები