20 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - ტარიფების და პროდუქტების ფასების ზრდას პროგნოზირებენ 

ეროვნული ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ექსპერტები, ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ვალუტის ვარდნის პროცესი გაგრძელდება, რაც ფასების კიდევ უფრო მატებას გამოიწვევს. ეკონომისტი  ლაშა გოცირიძე ტარიფების ზრდასაც პროგნოზირებს.

„ლარი სამწუხარო რეკორდებს იპყრობს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ შედეგები მოსახლეობისთვის იქნება ნეგატიური. თავისთავად საბოლოო შედეგი იქნება, რომ ეს აისახება ინფლაციაზე. უნდა ველოდოთ იმას, რომ კომპანიები - წყალმომარაგების იქნება თუ ენერგეტიკის სფეროში მიმართავენ სემეკს ტარიფების გადაანგარიშების თაობაზე,“-აცხადებს ლაშა გოცირიძე.

სპეციალისტები მოუწოდებენ ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სასწრაფოდ გააკეთონ განცხადებები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„უკვე აღმასრულებელმა ხელისუფლებამაც და ეროვნულმა ბანკმაც უნდა გააკეთონ განცხადება შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პირდაპირ გამოიწვევს ფასების მატებას  ისედაც მძიმე ეკონომიკურ ფონზე. ეს აისახება ნეგატიურად როგორც ბიზნესისთვის, ასევე ადამიანებისთვის. იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს ინფლაციურ პროცესებში, რომელიც იქნება უკონტროლო, ამისთვის საკმარისი ინსტრუმენტი გააჩნია ეროვნულ ბანკს და რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იქნება ერთ-ერთი გამოსავალი,“-განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები