23 ნოემბერი 2017,   20:51
ვრცლად
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი“ იუსტიციის სამინისტროსთან ძალადობის წინააღმდეგ აქციას გამართავს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი“ იუსტიციის სამინისტროსთან ძალადობის წინააღმდეგ აქციას გამართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ისინი ქვეყანაში არსებულ საპოლიციო რეჟიმს გააპროტესტებენ. მათი შეფასებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში 40-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სისტემურ პრობლემებზე საუბრობს.

„ამ ძალადობას ჰყავს კონკრეტული მსხვერპლები. მათი ძირითადი რაოდენობა, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან იქნა ლიკვდირებული. დავდგამთ ამ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალურ დაფას, სადაც იქნება განთავსებული ამ ადამიანების სახელები, გვარები და ფოტოები,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები