20 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლებაა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლებაა დაავალა.  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, სასამართლომ გაიზიარა საია-ს პოზიცია და ირაკლი ხოფერიას აღუდგინა დაზარალებულის სტატუსი.

ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხოფერიამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიცემულა.

გარდა ამისა მთავარმა პროკურატურამ ხოფერიას უარი უთხრა დაზარალებულად ცნობაზე. 2017 წლის 2 მაისის დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად მიიჩნია და პროკურატურის უარი უსაფუძვლოდ ჩათვალა.

საია მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს საქმის გამოძიება თბილისის პროკურატურის ნაცვლად, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცეს, რადგან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, თბილისის პროკურატურის მხრიდან გამოვლინდა პოლიციელების მიმართ მიკერძოების ფაქტი.

„იმედი გვაქვს, რომ ეს გამოძიება გაგრძელდება მთავარ პროკურატურაში, ვინაიდან თბილისის პროკურატურის მიმართ ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ სერიოზული უნდობლობის საფუძველი,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

დღის ამბები