19 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოში - თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილზე საუბრობს

ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოში - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს და შენიშვნებს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, ის არ აპირებს უჩა ნანუაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას და ნანუაშვილის ომბუდსმენობის ბოლო დღეებში მხოლოდ მოკლე შეფასებით შემოიფარგლება.

„მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოში, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები