19 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
მთავრობა არცერთ იმ ნაბიჯს არ დგამს, რომელიც ლარს ოდნავ მაინც გაამყარებს - ზურაბ მელიქიშვილი

„პოლიტიკა, რომელსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებენ, არის დამღუპველი,“ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ოპოზიციის წევრმა ლარის გაუფასურების მიზეზებზე ილაპარაკა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ქვეყანაში არის ფუნდამენტური პრობლემები და ეს გამოწვეულია ხელისუფლების მოქმედებისგან,“ - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზეც ილაპარაკა.

„როდესაც ფინანსთა მინისტრად გადმოგყავს ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა დარგს და ამ დარგმა ბრუნვა 1/3-ით შეამცირა, როდესაც გასული წელი 100 მილიონზე მეტი ზარალით დაამთავრა, რომელ პოზიტიურ სიგნალზე შეიძლება იყოს საუბარი. მთავრობა არცერთ იმ ნაბიჯს არ დგამს, რომელიც ლარს ოდნავ მაინც გაამყარებს. ეს არის ბიუჯეტის, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება,“ - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები