17 დეკემბერი 2017,   04:26
ვრცლად
მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურულ რეორგანიზაცია - საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ინიცირებული

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სპორტისა სამინისტროები, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მთავრობის ინფორმაციით, ცვლილებებთან ერთად დარჩენილ სამინისტროებში მიმდინარეობს საკადრო ოპტიმიზაცია და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

„ოპტიმიზაცია გულისხმობს, როგორც საკადრო ოპტიმიზაციას, ისე ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც არის ტრანსპორტი, კომუნიკაცია ადმინისტრაცია და ა.შ.“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.  

დღის ამბები