23 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
სირიის კრიზისი - რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს

რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს.

შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, კოლეგებთან კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მომავალ კვირაში ანალოგიური მოლაპარაკების გამართვა სამი ქვეყნის პირველ პირებს შორისაც იგეგმება. ვლადიმერ პუტინი თურქ და ირანელ კოლეგებს 22 ნოემბერს სოჭში მიიღებს.

დღის ამბები