24 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
"ხიბულა" - საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის უკანასკნელი 50 დღე

რეჟისორ გიორგი ოვაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესახებ არა დოკუმენტური, არამედ ემოციური ფილმი აღადგინა.

ფილმი ხიბულა მთავარი გმირის სიცოცხლის უკანასკნელი 50 დღის შესახებაა გადაღებული.

ფილმში აღწერილია პირველი პრეზიდენტის გზა, რომელიც მან სიკვდილამდე გაიარა. სურათი, ზოგადად, ლიდერის ბედს აღწერს, მაგრამ კონკრეტული ამბავს ეყრდნობა. 

რეჟიროსმა, ჰოლანდიელ სცენარისტ რულოვ იან მინებოსთან ერთად, ის გზა გაიარა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ. მთავარი, რაც მან, როგორც მკვლევარმა, დაასკვნა, არის ის, რომ მსხვერპლმა იცოდა, რომ ეს სიკვდილის გზა იყო და მას სამეგრელო-ზემო სვანეთში მორჩილად მიუყვებოდა. 

ხიბულა საქართველოს კინოეკრანებზე 23 ნოემბრიდან გამოვა. მანამდე ის 10-ზე მეტ ქვეყანაში უჩვენეს.

დღის ამბები