25 აპრილი 2024,   06:30
ვრცლად
ჰოლივუდის ვარსკვლავს ჯეფრი ტემბორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

სექსუალური ძალადობის ბრალდებების ადრესატი ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი - ჯეფრი ტემბორი გახდა.

"ემის" და სხვა პრესტიჟული პრემიების ლაურეატის წინააღმდეგ განცხადებები ორმა ადამიანმა გააკეთა. ტრანსგენდერი ვან ბარნსი ამტკიცებს, რომ 73 წლის მსახიობი მას სექსუალურად ავიწროებდა.

ტემბორი სექსუალურ ძალადობაში მისმა კოლეგამ, ტრეის ლისეტიმაც დაადანაშაულა, რომელიც მასთან ერთად პოპულარულ ტელესერიალში თამაშობს. ლისეტი ამბობს, რომ ინციდენტი გადაღებების დროს მოხდა.

ჯეფრი ტემბორი ბრალდებებს უარყოფს თუმცა აღიარებს, რომ ის ხშირად უტაქტოა და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მისი ქმედებები სექსუალური აგრესიის გამოვლინებად შეაფასა.

დღის ამბები