16 დეკემბერი 2017,   00:00
ვრცლად
"ჩემი სამზარეულო წესები"-ახალი შოუ "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეიდან გავა

დღეიდან „რუსთავი 2“- ზე ახალი შოუ იწყება - ჩემი სამზარეულო წესები - 6 პრეტენდენტი წყვილი ერთმანეთს კულინარიულ ასპარეზზე შეეჯიბრება და ყველაზე პრეტენზიული ჟიურის გულის მოგებას ეცდება. გადაცემა "ჩემი სამზარეულოს წესებს" მაყურებელი 9 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე იხილავს. 

„ტელევიზიას არ აქვს შესაძლებლობა გადმოსცეს გემო და გადმოსცეს სუნი.  როდესაც ამ შოუს უყურებთ ეს გემო მოდის და თქვენ თავად განიცდით იმ მთელ  არომატს რაც იქ იქნება. ეს არის მთელი თავისი დრამატურგიით, მთელი თავისი განვითარების გმირის და მისი გარდატეხით და ა.შ. ანუ თავიდან  ბოლომდე არის ისტორია, არის ორთაბრძოლა, არის დაძაბულობა, არის კონკურსი და რაც მთავრია არის ძალიან საინტერესო, ფერადი და გემრიელი,“-განაცხადა გადაცემის პროდიუსერმა დათო იმედაშვილმა. 

დღის ამბები