16 დეკემბერი 2017,   00:00
ვრცლად
უკრაინაში ძალადობრივი გზით დაკავებული და გამოძევებული ქართველები ქვეყანას ევროსასამართლოში უჩვილებენ

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. იურისტები ორივე ქვეყნის შესაბამისი უწყებებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ გამოძევების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. შიდა სამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ კი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის გამორიცხული ევროსასამართლოში იჩივლონ. 

დეპორტირებულ ქართველებს შორის არის „რუსთავი 2“-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი. მისი ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, სპეცრაზმის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ. სასტიკად სცემეს, თვალები წებოვანი ლენტით აუხვიეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ამ მდგომარეობაში თითქმის 9 საათი ჰყავდათ, შემდეგ მიკროავტობუსიდან ვერტმფრენში გადასვეს და კიევიდან ოდესაში გადააფრინეს. ყველგან პირქვე ყავდათ დაწვენილი და დამამცირებლად ექცეოდნენ. თამაზ შავშიშვილის განცხადებით თვალებზე წებოვანი ლენტი ოდესის პორტიდან ბორანის დაძვრის შემდეგ მოხსნეს.

თამაზ შავშიშვილს უკრაინაში პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება ჰქონდა. მან აკრედიტაცია უკრაინის ინფორმაციის სამინისტროდან თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე აიღო.

უკრაინიდან გამოძევებული ქართველებს ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი, რა გახდა მათი ქვეყნიდან დეპორტაციის მიზეზი და რატომ არ ერევა საქართველს საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი მოქალაქეების სასტიკი ფორმებით დაკავებისა და იძულებითი დეპორტაციის საქმეში.

დღის ამბები