18 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
თამაზ მეჭიაურს დაცარიელებული ბიუჯეტი და საეჭვო ტენდერები დახვდა - თიანეთის მერი ქუცნაშვილის ინტერესებზე საუბრობს

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით ბიუჯეტით პრაქტიკულად მთლიანად არის ათვისებული. მუნიციპალიტეტს აღარ აქვს სოციალური დახმარებებისთვის თანხა, გარე განათება შესაძლოა მთელ რაიონში ხვალაც გაითიშოს, კულტურული ღონისძიებების ბიუჯეტში მიზერი თანხაა დარჩენილი. ამოწურულია წარმომადგენლობითი ხარჯებიც, რომლის ძირითადი ნაწილი თამაზ მეჭიაურის თქმით მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ქუცნაშვილის ინტერესებს მოხმარდა. თიანეთის მერი საეჭვო ტენდერებზეც საუბრობს, რომელშიც ყველა ჯერზე ერთი და იგივე კომპანიაა გამარჯვებული.

მეჭიაურის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს მისი წინამორბედი. ლელა ქიტესაშვილის თქმით მუნიციპალიტეტში ბევრი სტუმარი ჰყავდათ და თანხაც ამიტომ დაიხარჯა. მისივე განმარტებით ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები