19 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
ქვით გატეხილი და შემდეგ ამწეთი დამსხვრეული უნიკალური ექსპონატი - ვანდალიზმის შემთხვევა ბათუმში 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში კარგად ჩანს თუ , როგორ ანადგურებენ უნიკალურ ქვევრს ხელოსნები. არტეფაქტი ბათუმში, თამარის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის დროს აღმოაჩინეს. უნიკალური ექსპონატი ჯერ ქვით გატეხეს, შემდეგ ნიჩბით ბოლოს კი ამწეთი დაამსხვრიეს. არტეფაქტი, რომელიც განადგურებულია 10 საუკუნის ისტორიას ინახავდა.

სამუშაოები თამარის დასახლებაში სპეციალისტების მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობდა, მხოლოდ მუშები წყვეტდნენ, რა განაჩენი გამოეტანათ უძველესი ექსპონატისთვის, რომელიც შუა საუკუნეების ბათუმის ისტორიის უნიკალური მტკიცებულება იყო. ახლა ქვევრი ისე დაამსხვრიეს, რომ მისი აღდგენა პირვანდელი სახით ვეღარ მოხდება. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის და მომხდარს მუშების დაუდევრობად აფასებს.

მეთერთმეტე საუკუნის, მიწის ფენის ქვეშ დამალული უნიკალური ქვევრის ნარჩენებს ახლა სპეციალისტები სწავლობენ. დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება, ამაზე იქნება დამოკიდებული ვინ აგებს ვანდალიზმზე პასუხს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ სანქციები არ გამკაცრდება, ისტორია რომელსაც მიწისქვეშ არტეფაქტები ინახავს, განადგურდება.

რა სასჯელი ელის 11-13 საუკუნეების ქვევრის განადგურების გამო დამნაშავეს ჯერ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტს მხოლოდ სწავლობს თუმცა გამოძიება არ დაუწყია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

დღის ამბები