25 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
ყოფილი შს მინისტრის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა დეპუტატებთან გიორგი გახარიას მოუწევს

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ახალ მინისტრს მოუწევს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, გიორგი გახარიას უახლოეს პერიოდში მოუსმენენ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

„ჩვენ აუცილებლად გვექნება შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე. ცვლილებებიდან გამომდინარე ჯერ არ არის ზუსტად რიცხვი დაზუსტებული ამიტომ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ ახალ მინისტრს მოვუსმინოთ იურიდიულ კომიტეტზე. ჩვენ დავსვამთ სისტემასთან და სტრუქტურასთან დაკავშირებით კითხვებს და შესაბამისად მინისტრისთვის რელევანტულია  ყველა ეს კითხვა,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გიორგი გახარიას სჭირდება დრო იმისთვის, რომ გაერკვეს დეტალებში და ამის შემდეგ ის მზად იქნება გასცეს ყველა კითხვას პასუხი, მათ შორის იმ კითხვებსაც, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდს არ ეხება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს. თავისთავად ცხადია დღესდღეობით ის არის პასუხისმგებელი ყველა მიმდინარე პროცესზე. თავისთავად იმ წარსულზე სამინისტროს და მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ბუნებრივი ამ შემთვევაში ეს ცვლილება ვერ გამოიწვევს ძველი მინისტრის დაბარებას თუმცა ახალ მინისტრს უნდა მივცეთ იმის საშუალება რომ სიტუაციაში გაერკვეს,“-განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები