17 დეკემბერი 2017,   04:15
ვრცლად
ლუცენკოს მტკიცებით, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ საემიგრაციო სამსახურს აქვს

უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს უცხოეთის, განსაკუთრებით კი, მოძმე საქართველოს იმ მოქალაქეების ქვეყნიდან დეპორტაციას, რომლებსაც დოკუმენტები წესრიგში აქვთ - ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გააკეთა.

იური ლუცენკოს მტკიცებით, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ საემიგრაციო სამსახურს აქვს. აქვე ქვეყნის მთავარი პროკურორი ურჩევს დეპორტირებულებს, რომლებსაც პრეტენზიები აქვთ, მიმართონ სასამართოლს.

თუ მსგავსი გადაწყვეტილება უსამართლოდ იყო მიღებული, პროკურატურა მზადაა გამოძიება ჩაატაროს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მოხელეები პასუხისგებაშიც მისცეს - აცხადებს ლუცენკო.

"უცხოეთის ნებისმიერ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი, მოძმე საქართველოს მოქალაქეებს,  ვისაც უკრაინის ტერიტორიაზე დროებით ბინადრობის ან მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, შეუძლიათ აქ თავისუფლად იცხოვრონ და იმუშაონ. რაც შეეხება მიხეილ აბზიანიძეს, საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, რომლის უფლებამოსილება მსგავსი საკითხების შესწავლაა, მას არ ჰქონია მუდმივად ცხოვრების ნებართვა. მხოლოდ საემიგრაციო სამსახურს, პროკურატურის ჩარევის გარეშე აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება პირის გაფრთხილებისა და შემდგომი დეპორტაციის შესახებ. თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მის ადვოკატებს შეუძლიათ მოგვმართონ და მათი პოზიციის დამტკიცების შემთხვევაში, პასუხისმგებელი მოხელეები დაისჯებიან," - აცხადებს ლუცენკო. 

დღის ამბები