16 დეკემბერი 2017,   00:00
ვრცლად
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თბილისში

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თბილისში. თანათავმჯდომარეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ქართული დელეგაციის ხელმღვანელმა - დავით დონდუამ უმასპინძლა.

მხარეებმა 12-13 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს.

კერძოდ, სოხუმში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნას და 2018 წლის პირველი იანვრიდან ახალგორში ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილებას.

„თანათავმჯდომარეებს ქონდათ საშუალება ესაუბრათ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ეთქვათ თავისი აზრი, ხედვა სამომავლოდ. ასევე, მოესმინათ ჩვენი ექსპერტების აზრი და ეპასუხათ მათ კითხვებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, რა განვითარებებიც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განმარტა დონდუამ. 

დღის ამბები