19 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
ხანძარი გომის მთის მიმდებარედ - დამწვარია 2 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია

ხანძარი იყო ოზურგეთში, გომის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე. სოფელ გომში, უბან კაკანაურში დამწვარია 2 ათას კვადრატულ მეტრამდე გაველურებული ჩაის პლანტაციები. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე პოლიციის ეკიპაჟები.

ხანძრის ლიკვიდაცია მისი გაჩენიდან 2 საათში გახდა შესაძლებელი. თუ რამ გამოიწვია ცეცხლი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

არ გამოირიცხება, ხანძარი მოსახლეობის მიერ ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

დღის ამბები