18 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
ეროვნული ვალუტის გაუფასურება - "ქართული ოცნების" ფრაქციის სხდომა ხმაურისა ფონზე წარიმართა

ხმაური ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე. დახურულ კარს მიღმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე მსჯელობდნენ. როგორ აისახა ლარის მდგომარეობა მოსახლეობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში - ეს თემა "ქართულ ოცნებაში" ხმამაღალი განცხადებების გაკეთების მიზეზიც გახდა.

თუმცა, შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებდნენ. მათი თქმით, საუბარი შეეხო შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის უახლოეს პერიოდში იურიდიულ კომიტეტში მისვლასაც.

„არ ვიცი რეგიონზე რას გულისხმობთ. ფრაქციაზე ბევრ რამეზე იყო საუბარი, ძირითადად შიდა საორგანიზაციო თემები და აქტუალური პოლიტიკური საკითხები განვიხილეთ,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი გახარიას მისი წინამორბედის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. განხილვის თემა იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში დაბარებაც.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ ლართან დაკავშირებულ პროცესებზე და ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება ჩვენი კომენტარების გაკეთება. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ძალიან საქმიანი და  პროფესიონალური საუბარი ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლებს, ლარის კურსის ნახტომისებურ ცვლილებებს შეეხება,“ - აცხადებს ლევან კობერიძე.

დღის ამბები