15 დეკემბერი 2017,   23:58
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ნიუ იორკში - კოსმეტიკის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძაარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი აფეთქება ნიუ იორკის შტატში. ქალქ ნიუ უინძორში კოსმეტიკის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძაარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა სულ მცირე 35 ადამიანი.

ადგილზე მეხანძრეების და სასწრაფო დახმარების მანქანების მობილიზება მოხდა. დაშავებულები ძლიერი დამწვრობებით ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დაკვამლიანების გამო, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები