18 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

არ არის გამორიცხული, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადოს. დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაცვის მხარე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსზე უარის თქმას აპროტესტებს.

ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ საქალაქო სასამართლო საბოლოოდ მათ სასარგებლოდ გადაწყვეტს დავას. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას თურქეთი ითხოვს და მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება.

ოჯახის და ადვოკატების განმარტებით, თურქული მხარის ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ნათლად და ცხადად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით არის უმძიმესი სიტუაცია თურქეთის რესპუბლიკაში, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ასევე პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა,“ - აცხადებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე. 

დღის ამბები