24 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი დასრულდა

სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით  საქართველოს 9 რეგიონში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაახლოებით ათასი საჯარო სკოლა მოამარაგა.

ინიციატივა სააგენტომ მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დაიწყო და ის ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მომდევნო წლებში ეროვნული სატყეო სააგენტო საჯარო სკოლების გარდა, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც მოამარაგებს საშეშე მერქნით.

„პირველად მომარაგებული იქნა მაღალმთიანი რეგიონების სკოლები. 15 ნოემბრისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლა. ხელშეკრულებების მიხედვით, ყველა დაკმაყოფილდა,“ - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ.

დღის ამბები