25 აპრილი 2024,   21:33
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - თემქის მე-11 მიკრო რაიონში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ამობრუნდა ერთ-ერთი მანქანა. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველთა განცხადებით, ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ. 

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები