19 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პარლამენტში შეხვედრები დაასრულეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პარლამენტში შეხვედრები დაასრულეს. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მონიტორინგის კომიტეტის წევრებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ჰქონდათ. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას და საკონსტიტუციო რეფორმას.

„ეს არის ახალი მომხსენებლის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც პრაქტიკულად აგროვებს ინფორმაციას თუ რა ხდება საქართველოში იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს პროცესები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან გვეჩვენებინა ის გამოწვევები, შესაძლებლობები და წარმატებები, რომელიც ქვეყანას აქვს,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები, არჩევნები, პოლიტიკური დევნა და აფგან მუხთარლის საქმე იყო საუბრის მთავარი თემები ოპოზიციასთან შეხვედრაზე. ევროპელი დეპუტატები "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდნენ, შემდეგ კი, ინფორმაცია მოისმინეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან.

ამავე თემაზე
დღის ამბები