20 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
მე გიულენის იდეოლოგია მომწონს და ვკითხულობ მის შესახებ, თუმცა ასევე ვკითხულობ და ვეცნობი ჰიტლერის იდეოლოგიასაც - მუსტაფა ემრე ჩაბუქი 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა დასრულდა. მხარეებმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართეს. ამ წუთებში მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში გავიდა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაცვის მხარე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსზე უარის თქმას აპროტესტებს.
ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ საქალაქო სასამართლო საბოლოოდ მათ სასარგებლოდ გადაწყვეტს დავას.

სასამართლოს სიტყვით მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქმაც. 

“გადატრიალების მცდელობა ტელევიზიიდან გავიგე. მე არ მჯერა, რომ ეს ფეთჰულა გიულენის მხრიდან არის დაგეგმილი. ევროპის ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ ამის უკან გიულენი არ დგას. მე გიულენის იდეოლოგია მომწონს და ვკითხულობ მის შესახებ, თუმცა მე ასევე ვკითხულობ და ვეცნობი ჰიტლერის იდეოლოგიასაც, კომუნიზმსაც. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამ რეჟიმების ქმედებებზე ვაგებ პასუხს” - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო პროცესზე. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას თურქეთი ითხოვს და მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება. ოჯახის და ადვოკატების განმარტებით, თურქული მხარის ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები